ბიძინა ივანიშვილი მისდამი პირადი მსახურობის სანაცვლოდ კახა ბექაურის ოჯახს აძლევს საშუალებას, გადასახადის გადამხდელების ჯიბიდან წლის განმავლობაში მიიღოს მილიონამდე ლარი შემოსავალი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ განაცხადა. თარგამაძის ინფორმაციით, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე, მისი ხელმძღვანელი შეეცდება კონსტიტუციური უფლებების დარღვევის გზით ერთი მხრივ, შეუფერხოს მუშაობა დამოუკიდებელ ტელევიზიებს, მეორე მხრივ კი პოლიტიკური მოღვაწეობა ოპოზიციურ ორგანიზაციებს“. მისივე შეფასებით, ეს წინააღმდეგობაშია იმ მიზნებთან, რასაც უსაზღვრავს კანონი მარეგულირებელ კომისიას. თარგამაძის თქმით, პროცესები ემსახურება ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს.