ვივა მედში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტია მოთავსებული, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია და ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე იმყოფებოდნენ. მათი თქმით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, კვების რეჟიმი არ აღუდგენია და ვერანაირ საკვებს ვერ იღებს. გიული ალასანიას თქმით კმაყოფილია ექიმებით და ფიქრობს რომ ექს პრეზიდენტს ყველაფერს სწორად უკეთებენ, თუმცა მისივე თქმით სააკაშვილს აქვს მძიმე მდგომარეობა.