ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 700-მდე ადამიანის, უმეტესად იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისა და სამხედრო პირების, დაკავების ორდერი გასცეს. ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მათი თქმით, ქვეყნის 15 პროვინციაში 50-მდე ადამიანი თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა. დაკავებულებს შორის 33 თურქეთის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელია.
შეგახსენებთ, თურქეთში გიულენის მომხრეთა დაკავებები 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო. თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობაში ბრალს აშშ-ში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირს გეთჰულაჰ გიულენს სდებს.