საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქმე ეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობას. ყოფილ პრეზიდენტს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებინ. პროცესზე ამჯერად ელენე თევდორაძე დაიკითხა, რომელიც 2012 წლამდე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო. როგორც მან განაცხადა მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით, ექს-პრეზიდენტს ის მორალურად არ ეთანხმება.