"გირჩის" ლიდერებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერეს. როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, უნდა შეთანხმება თუ არა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ დოკუმენტს არ მოაწერს ხელს და ეს მხოლოდ ცალმხრივი იქნება - ის არ იქნება შეთანხმება.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.
ცნობისთვის, "გირჩის" წევრები პარლამენტში მივიდნენ. როგორც თავად აცხადებენ, ისინი ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ადამიანების გაცნობას აპირებენ და საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვებიან.