"გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. პოლიტიკური პლატფორმის წევრებს იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს კი ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრათ.დაკავებულ ხვიჩიას და მეგრელიშვილს პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. იგივე მუხლი წარუდგინეს ზურაბ ჯაფარიძესაც. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მოქალაქე ნარკოტიკებს ასაღებდა. პოლიციამ ის ქავთარაძის ქუჩაზე შეაჩერა თუმცა მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი „გირჩის“ წევრებმა შეუშალეს, რის შემდეგაც ისინი დააკავეს. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, ის დაკავებული არ ყოფილა.