პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს და დისკუსიისთვის დრო დატოვონ.
როგორც "გირჩის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს.
მათივე თქმით, თუ "ქართული ოცნება" ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს შეუწყვეტს, "გირჩის" მოქმედი პარლამენტის წევრებიც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს დაუყოვნებლივ ჩააბარებენ.