პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" საარჩევნო ასაკის 16-წლამდე შემცირებას მოითხოვს. გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ქვეყანაში გვინდა ახალი პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბება, ხელი არ უნდა შევუშალოთ ადამიანებს ხელოვნური ბარიერების დადგენით, როგორიც არის საარჩევნო ასაკი. მისივე თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გამართული სამდღიანი კონფერენციის დასრულების შემდეგ, ხელისუფლებამ აიღო დრო იმ საკითხების გასაანალიზებლად, რაც ითქვა აღნიშნულ კონფერენციაზე.