"გირჩი" მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ნებართვას ითხოვს - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ამ მოთხოვნით დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართავს.
ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკა მათთვის გაუგებარია და სურთ პასუხები უშუალოდ ყოფილი პრეზიდენტისგან მიიღონ.
მთავარი კითხვა "გირჩს" სააკაშვილთან, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთან ქვეყნის ევროპულ მომავალთან და შექმნილ პოლიტიკურ დღის წესრიგთან დაკავშირებით ექნება.