გიორგი ვაშაძე წინასაარჩევნო სკანდალში - ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი "ქართულ ოცნების" მთავრობის სახეებთან არაოფიციალურ გარემოში დააფიქსირეს. ფოტოები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გივი თარგამაძემ და კობა სუბელიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ერთ-ერთ ფოტოზე ვაშაძე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, ზვიად ჯანყარაშვილთან ერთადაა ასახული, კიდევ ერთ ფოტოზე კი ვაშაძე და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მეუღლეებთან ერთად არიან.
იხილეთ| ვაშაძე წინასაარჩევნო სკანდალში: მეტყველებს თუ არა ფოტოკომპრომატები მის კავშირზე "ქართულ ოცნებასთან"