პოლიტიკურმა პარტიამ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ საქართველოს პრეზიდენტთან დღეს დანიშნულ შეხვედრაზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ანულირების საკითხს შეეხება, უარი განაცხადა.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარტია სალომე ზურაბიშვილისგან „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კრიტიკულ შეფასებას ელის და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობას.