"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია აბსოლუტურად ლოგიკური და ადეკვატურია.
როგორც ვაშაძე აცხადებს, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს არ გაუჭირდებატ თბილისის მაჟორიტარებზე შეთანხმების მოძიება და არ გამორიცხავს, რომ ოპოზიცია უახლოეს დღეებში შეიკრიბება და სამომავლო კანდიდატების სახელების დონეზეც მიიღებს გადაწყვეტილებას.
გიორგი ვაშაძის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი განცხადება ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.