“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ დამნაშავის დაკავება არ მოხდა, ეს იქნება კატასტროფა საქართველოს კრიმინოგენური ვითარებისთვის.როგორც ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, რომ სრული კონცენტრაცია ყოფილიყო დამნაშავის დაკავებაზე, მყისიერად პოლიტიკური სარჩულების ძიება დაიწყო.
ვაშაზის თქმით, ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა ბოლომდე მოშლილია. შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. საბოლოოდ, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ხოლო თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია.