„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერებისთვისაც და ევროპელი პარტნიორებისთვის შეთანხმება ძალაშია. მისი თქმით, შეხვედრაზე ბევრი საკითხი იქნა განხილული, მათ შორის, ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო.