"ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს. როგორც ვაშაძემ "პალიტრანიუსს" განუცხადა, პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ უგულავას გასათავისუფლებლად "პრეზიდენტის ინსტიტუციის მექანიზმის გამოყენება უნდა მოხდეს".
გადაცემა "ნიუსრუმში" გიორგი ვაშაძემ 4 აპრილის დაანონებულ აქციებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ოპოზიცია მორატორიუმს აცხადებს და ქუჩის დემონსტრაციებს ამ ეტაპზე აუქმებს.