"ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრი დააფუძნა. ცენტრის შექმნის შესახებ ვაშაძემ ჯერ კიდევ სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში ჯანდაცვის სიტემის რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციის დროს ისაუბრა. მისივე განმარტებით, მათ შეისწავლეს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პრაქტიკა საერთაშორისო მასშტაბით და აღმოაჩინეს, რომ ამ კუთხით საქართველო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.
ახლად დაფუძნებული ცენტრის მიზანია, რომ რეგიონში საქართველო ონკოლოგიური დაავადებათა მკურნალობის სამაგალითო ქვეყანა გახდეს.