ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ეკონომიკის სამინისტრო, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო - როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის იმ უწყებების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ ჩართულნი არიან გარიგებაში RMG GOLD-თან. ვაშაძის თქმით, მათ ამ უწყებებთან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე გააგზავნეს წერილები, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ. ბრიფინგზე, გიორგი ვაშაძემ ის წერილებიც გაასაჯაროვა, რომლითაც დმანისის გადარჩენის ფონდის წარმომადგენლებმა ამ უწყებებს მიმართეს.