გიორგი ვაშაძე - უკვე შეთანხმებული ვართ ჩემთვის პრინციპულ საკითხზე, რომ ამნისტია არ გავრცელდება ჯალათებზე - Palitra News

გიორგი ვაშაძე - უკვე შეთანხმებული ვართ ჩემთვის პრინციპულ საკითხზე, რომ ამნისტია არ გავრცელდება ჯალათებზე

2021-04-27 15:11:28+04:00

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამნისტიის კანონი შეეხება პოლიციელებს, თუმცა არა ჯალათებს, რომელთაც ბრალად კონვენციური დანაშაული ედებათ.როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, იმისთვის, რომ კანონის მიღების შემდეგ ინტერპრეტაციების შესაძლებლობა არ იყოს, კანონპროექტში ჩაიწერება, რომ ის კონვენციურ დანაშაულებზე არ გავრცელდება.