კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიცია მმართველი გუნდის საბოლოო შეთავაზებას ელოდება. პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე უბარიერო სისტემის ცალკე განხილვის აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგადად საკონსტიტუციო ცვლილებები ფუნდამენტურ განხილვას საჭიროებს და თუკი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მთავარ კანონზე შეხვედრები დაინიშნება, ის მონაწილეობას მიიღებს. არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრის, პაატა დავითაიას განცხადებით, მხოლოდ არჩევნების უბარიერო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრები შეუძლებელია და შედეგის მომტანიც არ იქნება.