გიორგი ვაშაძე ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე - ისინი არიან გაყალბების მანქანის ჭანჭიკები და ჭანჭიკებს ჩვენ მხარს არასდროს დავუჭერთ - Palitra News

გიორგი ვაშაძე ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე - ისინი არიან გაყალბების მანქანის ჭანჭიკები და ჭანჭიკებს ჩვენ მხარს არასდროს დავუჭერთ

2021-07-15 15:07:04+04:00

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მისი პარტიის მხარდაჭერა არ ექნებათ. როგორც მან აღნიშნა კანდიდატებს აქვთ კონკრეტული მინუსები და კარგად ჩანს, რომ მიკერძოებულები არიან და არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება ცესკო-ს წევრობის კანდიდატებს, ვაშაძის თქმით, მათთან დაკავშირებით პოზიცია ჯერ არ ჩამოუყალიბებია და მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას რაც კითხვებზე უპასუხებენ და გაივლიან გასაუბრებას.