ოპოზიცია თელავში აქციის გამართვის ადგილის შეცვლას არ აპირებს. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, აქცია 800-წლოვან ჭადარსა და ერეკლე მეფის ძეგლს შორის მოედანზე გაიმართება ხოლო აქციაზე გამგზავრება ორგანიზებულად მოხდება. ოპოზიცია ასევე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მათი საპროტესტო აქცია არ შეზღუდოს. გიორგი ვაშაძე ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრების სიასაც გამოეხმაურა დააღნიშნა, რომ ეს ადასტურებს თუ რამდენად ბევრი კითხვის ნიშნებია დასავლელ პარტნიორებში.