„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ საარჩევნო პროგრამის წარდგენისას კიდევ ერთხელ დასცინა საზოგადოებას. ვაშაძემ მათ განცხადებებს უპასუხიმგებლო და ცინიკური უწოდა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებით, „მატყუარების გუნდის“ მოღვაწეობა ხელისუფლებაში 31 ოქტომბერს დასრულდება და საზოგადოება რეალურ არჩევანს გააკეთებს. მისივე თქმით, ყველა სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც ოფიციალურად განთავსებულია სტატისტიკის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით გაუარესებულია.