მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" არჩევნების შემდეგ იტყვის, რომ რიგი სესხების განულების შესახებ დაპირებაში ვალების გადახდას არ გულისხმობდა და ამ დაპირებას არ შეასრულებს. ვაშაძემ ბრიფინგზე მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, რომ არ წამოეგონ ცრუ დაპირებას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გააჟღერა. "ქართული ოცნება" ეს არის მატყუარა ადამიანების ერთობლიობა, რომელმაც არაერთხელ მოატყუა მოსახლეობა თავისი დაპირებებით" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ