“სტრატეგია აღმაშენებელმა” წინასაარჩევნო შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, სადაც პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში საერთო ოპოზიციურ გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მისივე თქმით, საქართველოს მომავალი მოქალაქეების ხელშია და არა ბიძინა ივანიშვილის ხელში. გიორგი ვაშაძის თქმით, ის დარწმუნებულია რომ აუცილებლად გაიმარჯვებს აღმშენებლობის იდეა.
გიორგი ვაშაძე ივანიშვილსა და მის გუნდს აფრთხილებს რომ არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცემს და ისინი დაიცავენ მოქალაქეების არჩვანს და "ქართულ ოცნებას" აუცილებლად გაისტუმრებს ოპოზიციაში.