გიორგი ვაშაძე ისანში ამომრჩეველს შეხვდა, სადაც ადგილობრივებს მხარდამჭერი სიტყვით გიგი უგულავამაც მიმართა, გიორგი ვაშაძის განცხადებით სტრატეგია აღმაშენებელს მზარდი მხარდაჭერა აქვს, მისი თქმით ისნის რაიონის მოსახლეობა 31 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებენ და ერთიანი ძალებით გაიმარჯვებენ. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით ისნის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი ვაშაძეს მხარს უჭერს და აღნიშნავს რომ ვაშაძე არის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკოსი. გიგი უგულავამ ევროპული საქართველოს მხარდამჭერებს მოუწოდა მაჟორიტარობის ნაწილში მხარი დაუჭირონ გიორგი ვაშაძეს