ტყუილია, რომ რაიმე კვლევა არსებობს და მათი კანდიდატი იგებს ზუგდიდში, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანს საპასუხოდ განაცხადა. ვაშაძის თქმით, სიმართლე მხოლოდ ერთია და ეს სანდრა რულოვსის გამარჯვებაა.ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ყველა კვლევით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზუგდიდში იმარჯვებს.