"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ „ქართულ ოცნების“ დატოვების ფაქტს ეხმაურება. ვაშაძის შეფასებით, გოგაშვილისა და პარტიის განქორწინება ვერ მოხდება და მომხდარი მიზანმიმართული ქმედებაა. ვაშაძე ვარაუდობს რომ მმართველი გუნდი ე.წ შავი საქმეების განსახორციელებლად გარკვეულ ჯგუფს ამზადებს და გოგაშვილის პარტიიდან წასვლა ფორმალურ ხასიათს ატარებს.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილმა პარტია „ქართულ ოცნებას“ დატოვა