სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელთან შეხვედრაზე შეთანხმების დოკუმენტის იმპლემენტაციის ყველა დეტალი დაზუსტდა.
როგორც ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შეთანხმებას, რომელიც „დასავლელი პარტნიორების იძულებით საქართველომ შეძლო“, ყველა ერთად უნდა გაუფრთხილდეს და მთავარი აქცენტი მის განხორციელებაზე გაკეთდეს.
ამასთან, ვაშაძე განმარტავს პროცედურებს, რითაც შეთანხმების მიხედვით, ნიკა მელიას გათავისუფლება და გიორგი რურუას შეწყალება მოხდება. მისივე თქმით, ამნისტიის კანონი მხოლოდ იმ საქმეებს შეეხება, რაზეც გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს.