„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა და ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, თეონა ჭალიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. როგორც პარტიაში აცხადებენ, ისნის ოლქში "მესამე ძალის" კანდიდატი უალტერნატივოა, რადგან ყველაზე კარგად იცნობს იქ არსებულ პრობლემებს. თეონა ჭალიძის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში მთავარი საზრუნავი სოციალური დაცვა გახდება.