„ახალი საქართვერლოს ლიდერის“ გიორგი ვაშაძის განცხადებით, მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოდიოდნენ ძირითადი მყიდველები საქართველოში მანქანის შესაძენად. მისივე განცხადებით, მათ უნდა მიეცით ე.წ. კოვიდ პასპორტი, რათა შემოვიდნენ ქვეყანაში და შეძლონ ავტომობილების შეძენა.
როგორც “ახალი საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვუშველოთ და რამენაირად დავეხმაროთ ეკონომიკის იმ მიმართულებას, რომელიც უზარმაზარ შემოსავალს ტოვებდა ქვეყანაში.
იორგი ვაშაძე რუსთავის ავტობაზრობასაც ესტუმრა და ავტოიმპორტიორების პრობლემები პირადად მოისმინა.