,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის წინ მმართველი გუნდი საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახორციელებს. მისი განმარტებით, საჯარო მოხელეებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან და სუს-ის თანამშრომლებს უგზავნიან. პარტიის თავმჯდომარე მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავს შემთხვევებში პირადად დაუკავშირდნენ, რათა შესაბამისი დახმარება გაეწიოთ.