ტალინში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ახალგზრდულ ჩემპიონატზე ევროპის ჩემპიონმა გიორგი შოთაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
შოთაძემ გადამწყვეტ ბრძოლაში სომეხ შანტ ხაჩატრიანს 6:3 სძლია.
ფინალისაკენ მიმავალმა ქართველმა მოჭიდავემ გზაზე პოლონელი ალექსანდერ მილევცზიკი (9:0), ჩინელი ქსინ ჰუანგი (8:0), უკრაინელი ვლადისლავ კრავჩენკო (9:1) და ამერიკელი პეიტონ ომანია (7:0) დაამარცხა.
ტურნირზე ვერცხლის მედლების მფლობელები ლერი აბულაძე (63 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ) გახდნენ.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა.