ევროთასის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში გიორგი შერმადინის "უნიკახა" ბელგრადში "ცრვენა ზვეზდასთან" 89:105 დამარცხდა. "უნიკახა" უკვე გასული იყო ჯგუფიდან და მეტოქეს დიდი ბრძოლა არ გაუმართა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე არასრული 14 წუთი გაატარა რა დროშიც საკუთარ გუნდს 7 ქულით 4 მოხსნით და 1 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა. უნიკახამ" ჯგუფში 3 მოგებით მეორე ადგილი დაიკავა და 1/4 ფინალში ბერლინის "ალბას" დაუპირისპირდება.