ევროთასის ტოპ 16-ის მეოთხე ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" საფრანგეთში 78:77 სძლია "ლიმოჟს".შერმადინმა 15 წუთში 7 ქულა3 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა მიითვალა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11 იყო. "უნიკახა" 3 მოგებით ჯგუფში მეორე ადგილზეა და 30 იანვარს ლიდერ "ვალენსიას" უმასპინძლებს, რომელთანაც პირველ შეხვედრაში დამარცხდა. შემდეგ ეტაპზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი გადის და მალაგელებმა პრაქტიკულად გაინაღდეს პლეი-ოფში თამაში.