გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე სტუმრად ესტუნდიანფტესს დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თავიდან ქართველის გუნდი უკეთესი იყო, თუმცა მეოთხე მეოთხედის დასაწყისში მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ და მცირედით დაწინაურება შეძლეს. საბოლოოდ ტენერიფემ 74-72 მოიგო და მიმდინარე სეზონში ტავისი მე-4 გამარჯვება გაიფორმა. ქართველმა ცენტრმა 11 ქულა 3 მოხსნა 2 პასი მოაგროვა. ტენერიფე მერვე ტურში სან პაბლო ბურგოსს დაუპირისპირდება.