ლიგა ენდესას მე-12 ტურში გიორგი შერმადინმა "მურსიას" 25 ქულა ჩაუგდო, "იბეროსტარს" გამარჯვება მოაპოვებინა და ესპანეთის ჩემპიონატის საიტმა ხაიმე ფერნანდესთან (უნიკახა) ერთად ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ორივეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 38 იყო - გიორგი მიმდინარე სეზონში მეორედ აღიარეს ტურის საუკეთესო მოთამაშედ.