ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გარდაცვლილის დედას, თამუნა შალვაშვილს დაკითხავენ. როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა, ვინაიდან შალვაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლეა, ბრალდების მხარემ სასამართლოში მისი პოზიციის დაფიქსირება მიზანშეწონილად მიიჩნია.