გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 დაკავებული პირის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოშია ჩანიშნული. საქმის დღევანდელი ეპიზოდი საჯაროა და მასზე მედიის წარმომადგენლებს დასწრების უფლება აქვთ. არსებული ინფორმაციით სასამართლო განხილვა "ოქროს მოწმის" ვახტანგ ახვლედიანის გამოკითხვით განახლდება. დაცვის მხარის განცხადებით ასევე მოხდება წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამ დრომდე წარმოდგენილი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არასრულწლოვნების დანაშაული არ იკვეთება. დაკავებული 11 პირი ბრალს არ აღიარებენ, ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.
დაკავებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.