ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით ჩააბარა, - აღნიშნულის შესახებ პალიტრანიუსს ბილანიშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ამ ქმედებით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილს არანაირი შეხება არ აქვს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, არც ირიბი და არც პირდაპირი.