გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
აღნიშნულ შუამდგომლობას ადვოკატი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენებს. გიორგი ფოფხაძის თქმით პირველ სასამართლო პროცესზე საზოგადოების მხრიდან წამოსული წნეხის ფონზე სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე არ იყო. უფლებადამცველი იმედოვნებს რომ დღევანდელ პროცესზე იდენტური სიტუაცია არ იქნება.
შეგახსენებთ თენგო ბარბაქაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის ერთ-ერთია, მას ბრალი სისხლის სამართლია კოდექსის 225-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა გულისხმობს.