გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმე დასკვნით ეტაპზეა. დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში დასკვნითი სიტყვით წარდგება ნიკა ცუცქირიძის ადვოკატი. ამის შემდეგ მხარეებს რეპლიკების შესაძლებლობა მიეცემათ.
პროცედურის ამოწურვის შემდეგ კი მოსამართლე სათათბიროდ გავა და განაჩენს, სავარაუდოდ, სასამართლოს მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს.
ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ არსებითი არასაკმარისი მტკიცებულებებიდან გამომდინარე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დადგება. საწინააღმდეგოს ამტკიცებს სახელმწიფო ბრალდება.