ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირი - საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
ბრალდებულებმა ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარეს, ამასთან ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს. ადვოკატებმა ასევე საქმის ცალკე გამოყოფასთან დაკავშირებითაც დააყენეს შუამდგომლობა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ საბა გოგშელიძეს, ირაკლი წაქაძესა და საბა ჩხარტიშვილს ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.