ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სრულწლოვანი 8 პირის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ნაცვლად, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
სხდომა, რომელიც 22 ოქტომბერს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში უნდა გამართულიყო, უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოში, გაიმართება.
შეგახსენებთ, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანი პირიდან ნაწილს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათგან სამმა პირმა - არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა და ნიკოლოზ რევაზიშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩიეს. მათ საქმეს გორის რაიონული სასამართლო განიხილავს. ამ ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა მიმდინარეობს.