გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არარულწლოვნის სასამართლო პროცესზე სატელეფონო ნომრების შემავალი და გამავალი ზარების დეტალურ ნუსხას გამოიკვლევენ.
როგორც საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა სხდომის დაწყებამდე მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული მტკიცებულება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ბრალდებულების გადაადგილებას ასახავს.
გუგუტიშვილის განმარტებითვე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე შესაძლოა, ბრალდებულებიც დაიკითხონ, თუკი, მათ ამის სურვილი ექნებათ.