გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება. სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჩატარდება. სხდომა გასულ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის ეტაპზე გადაიდო. გასულ პროცესზევე გადაისინჯა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
შეგახსენებთ, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს, მათგან 6 არასრულწლოვანია, ისინი ბრალს არ აღიარებენ.