06:08
24 იანვარი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 სრულწლოვნის სასამართლო პროცესი ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დაკითხვით განახლდება
14-01-2021

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 სრულწლოვნის სასამართლო პროცესი ე.წ. ოქროს მოწმის, დაზარალებულის სტატუსის მქონე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დაკითხვით განახლდება.

აღნიშნულ საქმეზე იაკობ ბრეგვაძის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გასულ სხდომაზე დაიწყო, თუმცა, ადვოკატების მოთხოვნით, პროცესი გადაიდო.

როგორც უფლებადმცველები აცხადებენ, იაკობ ბრეგვაძემ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებიდან სასამართლოში რადიკალურად განსხვავებული ჩვენება მისცა. არსებული ინფორმაციით, დახურულ სხდომაზე იაკობ ბრეგვაძემ ბრალდებულების მამხილებელი ჩვენება მისცა და ისაუბრა იმ გარემოებებზე, რაზეც აქამდე არცერთ ჩვენებაში უსაბრია.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

AutoPlay
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99 მილიონს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
„თავისუფლება ნავალნის!“ - აქციები რუსეთის მასშტაბით და ასობით დაკავებული დემონსტრანტი
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გიგი უგულავა - შეუძლიათ დეპუტატებს შეუწყვიტონ უფლებამოსილება და გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
შსს-ს ინფორმაციით, გიგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას უფლება აქვს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთოს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები