ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 სრულწლოვნის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას დიჯეი კოკო ღიბრაძე და გიორგი ქათამაძე მისცემენ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.