გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობისა და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანების ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის: ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძისა და საბა ჩხარტიშვილს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. სამივე პირს ამნისტია შეეხო.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულების ეპიზოდში დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანის სიტყვიერ თანხმობას ელოდებოდნენ, ჩიქოვანის თანხმობის შემდეგ კი მოსამართლემ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთი ბრალდებულის საბა გოგშელიძის ადვოკატის არჩილ დეკანოზიშვილის ინფორმაციით, სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა გირაოს თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო სხდომაზე სამივე ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. ძალადობასა და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ბრალდებულებმა ციხე მას შემდეგ დატოვეს, რაც დანაშაული აღიარეს.