ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი აძლევს ჩვენებას. მცხეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც ამ წუთებში პროცესი მიმდინარეობს, ასევე დაიკითხებიან ბრალდებულის ოჯახის წევრები, კერძოდ კი, რევაზიშვილის მამა და ძმა.
როგორც ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, ბრალდებული სასამართლოს გულწრფელ ჩვენებას მისცემს. ასევე, ადვოკატის თმით, ნიკოლოზ რევაზიშვილი ისაუბრებს გამოძიების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე, კერძოდ კი, მათ მიერ ტელეფონიდან წაშლილ გადაადგილების ტრაექტორიაზე.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.