ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, დღეს სახელმწიფო ბრალდებას საკუთარ შესავალ სიტყვაში არ უსაუბრია, თუ როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი წყალში. ადვოკატის თქმითვე, საქმეში არ არსებობს იმის მტკიცებულებები, თუ როგორ მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულები არიან არჩილ გაგნიძე, ზ.ხ., ა.ქ., ვახტანგ ჩიქოვანი და ნიკოლოზ რევაზიშვილი.